დახურვა
სტილი
23.10.2021

მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, ვიზუალისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.

ამჯერად ნინო ჩხეიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ: „ძალიან გამსგავსენ ლედი დაიანას", „ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალი ხარ", „ჩემი იდეალი ხარ"- წერენ „ინსტაგრამზე".

როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან სიახლეებს მის კარიერაშიც. როგორც ნინო განმარტავს, მისი ახალი სიმღერა მალე გამოვა, ხოლო

კონცერტს საზღვარგარეთ გამართავს.

„სახლში ყოფნა მიყვარს, თუმცა არასდროს ვარ სახლში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე" - პასუხობს მომღერალი გულშემატკივარს და ამბობს იმასაც, რომ წარსულში დარჩენა კარგს არაფერს მოიტანს: „თუ მომავლით იცხოვრებ და საკუთარი თავის განვითარებაზ ეიმუშავებ, არასდროს დაკარგავ ნაპერწკალს, მხოლოდ წარსულში ქექვა აქრობს ცხოვრების სტიმულს" - წერს ნინო ჩხეიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×