დახურვა
სტილი
25.10.2021

ლიზა მაღრაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ლიზა პატარა ასაკიდან მღერის, მოგვიანებით კი მან ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო. ის ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა მაღრაძე საიდუმლოდ დაქორწინდა რჩეულზე, გიორგი კაკაბაძეზე. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია და, მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, ლიზა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ოჯახურ კადრებს “ინსტაგრამზე“ ხშირად 

აქვეყნებს. წყვილს ივნისში პირველი შვილი, ანინე შეეძინა. ამჯერად ლიზა მაღრაძე გამომწერებს ფოტოებს დუბაიდან უზიარებს. როგორც ჩანს, ის ულამაზეს გარემოში ოჯახთან ერთად ისვენებს და კამერების წინ პოზირებასაც ახერხებს: „ვსწავლობ მშობიარობის შემდეგ ჩემი სხეულის სიყვარულს“ - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×