დახურვა
სტილი
25.10.2021

ნანული სარაჯიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს, ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია და მის მიერ შესრულებული არაერთი როლი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ნანული სარაჯიშვილს განსაკუთრებული პოპულარობა და სიყვარული ზაქარია გუდავაძისა და შალვა მარტაშვილის ფილმმა „მანანამ“ მოუტანა. არანაკლებ წარმატებული იყო მისი როლი ფილმში „გარიგება“, რომლის შესახებაც მსახიობმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა:

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზაზა კოლელიშვილი თითქოს ერთ კახელ გოგოზე იყო შეჯერებული, მერე ბოლო წუთში გადაიფიქრა. მოკლედ, წინა დღით დამირეკა ზაზამ, კახეთში მივდივართ, მე და ნათიამ გადავწყვიტეთ, რომ მარო შენ ითამაშოო. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან გამიხარდა. ზაზასი ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს ფილმი ასე შეიყვარა ხალხმა. კარგი გამოვიდა და ნაყოფიც გამოიღო – საერთაშორისო ფესტივალზე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ფესტივალზე, "ოქროს არწივი" მივიღე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ფილმი ისე შეიყვარა ხალხმა, დღესაც ბევრს ლაპარაკობენ და ქუჩაში მომაძახებენ ხოლმე, მაროო. ერთმა ჩემმა მეგობარმა ხუმრობით მითხრა: გამაგებინე, ამ ვერელ გოგოს რატომ გათამაშებენ სულ კახელებსა და გოიმებსო…" - იხსენებს ნანული სარაჯიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×