ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკა გუდავაძისა და ბერას შვილი ბერუკა ივანიშვილი.
ამჯერად ბერა ივანიშვილი ძმასთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოებო, ის თავისუფალია“ - წერს ბერა. ცოტნე ხატვითაა გატაცებული და „ინსტაგრამის“ გვერდზე, პირად თუ ოჯახურ ფოტოებთან ერთად, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნახატებსაც. როგორც ცნობილია, მან ძმას, ბერა ივანიშვილს, ქორწილში სწორედ საკუთარი ხელით დახატული ტილო აჩუქა.