დახურვა
სტილი
06.11.2021

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

ამჯერად ეკო გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს: „მე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყოველ დღე ვტკბები პატარ-პატარა ბედნიერებებით. მაგალითად, გუშინ ცხენზე ჯირითისასაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერების განცდა ამ ბოლო დროს (არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ თუ ვსაუბრობთ, გულწრფელად ვისაუბროთ) რამდენიმე დღის წინ, ღამე, ლოცვისას მქონდა. მოვიდა გულში და სულში ენით აღუწერელი სითბო, სიყვარული და ბედნიერება. საოცრება იყო, ყველას ვუსურვებ ან გრძნობის შეგრძნებას" - წერს ეკო. მან საკუთარ პროფესიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სანამ ტელეწამყვანი გახდებოდა, მანამდე ბევრ სხვა პროფესიაში მოსინჯა თავი, მათ შორის, მსახიობის ამპლუაც მოირგო.„სიყვარული ძალიან ბევრნაირია, მაგრამ, უმთავრესად, ერთგულებაა. როცა აღარ გაინტერესებს სხვა ადამიანები, სხვა სიტუაციები და ა.შ. ამქვეყნად რამდენი წყვილიც არსებობს, იმდენნაირი სიყვარული არსებობს"-წერს ეკო ფანგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×