დახურვა
სტილი
06.11.2021

კრისტი ყიფშიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. გარდა იმისა, რომ ის ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის რძალი და გიორგი ყიფშიძის ცოლი იყო, 44 წლის კრისტი წარმატებული მოდელია და არაერთ ჩვენებასა თუ გადაღებაში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

კრისტი17 წლის იყო, როცა პირველად გავიდა პოდიუმზე. ჩვენებაში მონაწილეობის შესახებ მას საკუთარ დაბადების დღეზე, 30 სექტემბერს შეატყობინეს და, როგორც თავად ამობობს, დღე, როცა პირველად დადგა სცენაზე, მისთვის ყველაზე საყვარელი დღეა. სამოდელო კარიერის შესახებ მან „პოსტ ალიონში" ისაუბრა, რა დროსაც, შვილმა, ნატალია ყიფშიძემ მას სიურპრიზი მოუწყო და ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად პირდაპირ ეთერში ტორტი მიართვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×