დახურვა
სტილი
08.11.2021

„მის საქართველო 2012“, მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.

სულ ცოტა ხნის წინ თამთა შედანია მეორედ გახდა დედა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და სამშობიაროდან პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ამჯერად კი მოდელი გამომწერებს ემოციურ წერილს უზიარებს:

„პატარა რომ ვიყავი, წარმოვიდგენდი, რამდენი შვილის დედა ვიქნებოდი. სულ მინდოდა და მქონდა სურვილი, 

4 შვილის დედა ვყოფილიყავი. წარმოვიდგენდი და ჩემს ფიქრებში ვხატავდი ჩემს მომავალ შვილს. მინდოდა, ქერა, ლამაზი და ჭკვიანი ყოფილიყო და, რაც მთავარია, მქონდა წინაგრძნობა, რომ პირველი შვილი გოგო მეყოლებოდა და მიას დავარქმევდი. სახელი მია ჩემს ბავშვობაში არავინ იცოდა, სკოლის პერიოდში სერიალი გადიოდა კოლეჯის გოგოებზე, მთავარ როლში მია კალუჩი მონაწილეობდა და მასაც, ჩემი შვილის მსგავსად, ქერა თმა, ლამაზი ტანი ჰქონდა. მაშინ ჩავწერე ჩემს დღიურში, რომ ვიცი, პირველი შვილი გოგო მეყოლება და მიას დავარქმევ-მეთქი. ღმერთმა კი ჩემი თხოვნა ისმინა და იმაზე მაგარი შვილი მარგუნა, ვიდრე ჩემს ბავშვურ ოცნებებში წარმომედგინა. მადლობა, ღმერთო, რომ ვარ ასეთი ბედნიერი, ჩემი სულის მთავარი ნაწილი რომ მარგუნე და იმედია, ჩემი სხვა შვილებიც ლამაზები, ჯანმრთელები და ბედნიერები იქნებიან. მე მჯერა და მწამს იმის, რომ რაც გულით გინდა, ის ყოველთვის სრულდება. ეს მინდოდა ოდესღაც თქვენთვის გამემხილა“ - წერს თამთა შედანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×