დახურვა
სტილი
08.11.2021

მსახიობი მაკა ძაგანია თავის ფობიებზე გვესაუბრება. 

"უამრავი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივხვდი, ამ ფობიებს სიკვდილის შიში განაპირობებს. სიკვდილის მეშინია და ამიტომაც არის ჩემი ფობიები ასე მიწყობილი... სიცოცხლე არ ღირს სიყვარულის გარეშე. სიყვარული მოიცავს ყველაფერს: ღმერთის სიყვარულიც სიყვარულია... ქვეყნისაც, მშობლის, შვილის, მეუღლის, მეგობრის და რომ სუნთქავს ადამიანი, ესეც სიყვარულია. მგონია, რომ ეს გრძნობა მაინც „ვერტიკალური და თანაც ბრუნვადია“. მის გარეშე არ არსებობს არაფერი, აზრი ეკარგება ყველაფერს, რადგან მამოძრავებელი ძალაა, რაც გაცხოვრებს და გაცოცხლებს. ვფიქრობ, რომ სიყვარული ყველაფერია და მეც მასზე მაქვს აგებული მთელი ცხოვრება. უბედურია ის, ვისაც ეს განცდა არ აქვს და მისით ტკბობა არ შეუძლია. ხოლო, იმისთვის, რომ სხვა გიყვარდეს, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვარო." - განუცხადა "თბილისელებს" მაკა ძაგანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×