დახურვა
სტილი
14.05.2022

პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხში დატრიალებულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო ნიკა!

ვიცი, შვი­ლო, ეჭვი არ გე­პა­რე­ბა, თუ რო­გორ გან­ვიც­დი შენი და შენი ოჯა­ხის მძაფრ­სა და შემ­ზა­რავ ტკი­ვილს. ეს ლექ­სი შენს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად არ და­მი­წე­რია, რად­გან კარ­გად ვიცი - ყვე­ლა­ნა­ი­რი გვერ­დში დგო­მა და გამ­ხნე­ვე­ბა უძ­ლუ­რია, უსუ­სუ­რია იმ გან­ცდებ­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ამ­ჟა­მად შენ და შენი ოჯა­ხი გრძნობთ. ამ ლექ­სის და­წე­რაც იმი­ტომ გავ­ბე­დე, რომ თუ ვინ­მეს ამ ტკი­ვი­ლის რა­ი­მე გა­ე­გე­ბა, ერთ-ერთი მე ვარ და

ჩემი ოჯა­ხი...

არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ,

არც სიმ­შვი­დეს გთხოვ სუ­ლი­სას,

შენს თავს შენ უნდა უწამ­ლო - წა­მალს სხვას ნუ სთხოვ წყლუ­ლი­სას,

ბინ­დის­ფე­რო­ბამ სოფ­ლი­სამ

დღე მრა­ვალს გა­და­უ­ნის­ლა,

მეც ამ ტკი­ვილ­მა და­მიდ­ნო

თხე­ლი კედ­ლე­ბი გუ­ლი­სა,

დამ­ლია წუ­თი­სო­ფელ­მა,

ამ­ღვრე­ვამ სიყ­ვა­რუ­ლი­სამ...

მოვ­თქვამ, ასეთ­მა ამინდმა

ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლოს,

გად­მო­დი, მოვ­თქვამ ძილ­ში­აც -

ცრემ­ლო! თვა­ლებ­თან შემშრა­ლო,

ერ­თსა გთხოვ მამა-შვი­ლუ­რად -

მზე მაგ გულ­ში არ შეც­ვა­ლო!

მტერს ლაღი უნდა ეგო­ნო -

ტკი­ვი­ლით მი­წის მკბე­ჩა­ვო...

დრო სიმ­ღე­რას გთხოვს? იმ­ღე­რე!

ჯავ­რმა არ გა­გა­ბე­ჩა­ვოს.

შვი­ლო! ჭრე­ლია სა­წუთ­რო,

ზნეს არ და­იგ­დებს თა­ვი­სას,

ბევ­რჯერ აგიშ­ლის გო­ნე­ბას

ჩქა­მი სუ­ლე­თის კა­რი­სა,

ბევ­რჯერ ცრემ­ლე­ბით დაჰ­ხვდე­ბი

ცაზე გად­მოს­ვლას მთვა­რი­სას,

ბევ­რჯერ აჰ­ხე­დავ ეჭ­ვი­თა ზნეს

უფ­ლის სა­მარ­თა­ლი­სას...

უნდა იბ­რძო­ლო!

სიკ­ვდილ­თან შეკ­ვრა არ გმარ­თებს ზა­ვი­სა,

არცა გთხოვ გვერ­დის აქ­ცე­ვას

მთი­დან მომ­სკდა­რი ზვა­ვი­სას,

ცრემ­ლის­თვის ღამე და­ზო­გე -

დღე რომ აბ­ჯა­რი აის­ხა!..

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, რო­მელ­საც შვი­ლი­ვით უყ­ვარ­ხარ და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით შე­მოგ­ყუ­რებს.

როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, საშ­ვე­ლი სხვა რომ ვერა ვნა­ხე რა, სიკ­ვდი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნე და თუ რო­გორ, ამა­ზეც ლექ­სად მინ­და გა­გე­სა­უბ­რო:

ჩაქ­რნენ ვარ­სკვლავ­ნი, ზეცა იც­ვლე­ბა, ცვა­რი ეღვრე­ბა ცი­დან იე­ლებს,

ვე­ღარც მზის მოს­ვლით ვერ შე­ივ­სე­ბა ეს შემ­ზა­რა­ვი სი­ცა­რი­ე­ლე...

კლდე­ებს ნა­წყლუ­ლევთ ნის­ლით ვუხ­ვევ­დი, ცაო! რო­გორ მღლი შენი უფ­ლო­ბით,

წუ­ხელ სიკ­ვდი­ლი მეწ­ვა მუხ­ლებ­ზე და, მე და მთვა­რე ვჭი­რი­სუფ­ლობ­დით."

როგორც ცნობილია, პოეტ ტარიელ ხარხელაურს შვილი თავადაც გარდაცვლილი ჰყავს. მისი 23 წლის ვაჟი, ბექა, რამდენიმე წლის წინ საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×