დახურვა
სტილი
18.05.2022

„მასტერშეფის“ პოპულარულმა სახემ და ჟიურის წევრმა, ლიკა ნაჭყებიან „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სირთულეები ახლავს პოპულარობას.

"პოპულარობაში ცუდი არის ის, რომ პირადი ცხოვრება ყოველთვის მახინჯდება. პირადი ცხოვრება ყველაფრისგან იზოლირებული უნდა გქონდეს. დაიწერება რაღაც კომენტარი და ნარატივი შენს ხელში აღარ არის. მაგალითს მოვიყვან – დიდი ხნის წინ დავშორდი ჩემს მეუღლეს. უცებ ერთმა ტაბლოიდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია: „ვისთან უღალატა ლუკა ნაჭყებიამ თავის ცოლს“. სინამდვილეში, ოთხი წელი იყო გასული ჩემს მეუღლესთან გაშორებიდან იმ გოგოს გაცნობამდე. არც კი ვიცნობდი და არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. ოთხი წლის მერე გავიცანი. რა დონის აბსურდი იყო, მაგრამ ხალხი ხომ ზიანდება?ის, ვისზეც დაიწერა, ის, ვისაც ეხებოდა. მომიწია ჩამოვლამ და ყველასთან განმარტებამ, რომ ოთხი წელი იყო გასული დაშორებიდან. მერე იმ ტაბლოიდსაც მივწერე.

ერთხელ ერთ ქალთა ჯგუფში ასევე დიდი აბსურდი დაწერეს ჩემზე, თითქოს ვიღაც გოგოს მივწერე და თუ უარს მეტყოდა, მერე მისი სხვა მეგობრებისთვის ვაპირებდი მიწერას… ყველას ემოციურ მდგომარეობას გავიგებ, მაგრამ ამას რომ წერენ, სქრინები მაინც დაედოთ ან რაიმეთი გაემაგრებინათ… არ მგონია, ეს შურისმაძიებლური პოსტი ყოფილიყო, ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა გართობა უნდა და ალბათ, ეს შემთხვევა იყო… ზოგჯერ ღამის ოთხ საათზე სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, თავიანთ გაკეთებულ კერძებს მაჩვენებენ და მთხოვენ, შემიფასეო. მესმის, რომ ან ნაბახუსევია, ან თრობის დროს მწერს… ყველას გავუგებ, რადგან თავად ვყოფილვარ ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ არავის განვსჯი, მაგრამ პირადი ზიანის მოყენებაზე რომ გადმოდიან, ამას ვერ მოვიწონებ",- განუცხადა ლუკა ნაჭყებიამ "ფორტუნას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×