დახურვა
სტილი
20.05.2022

გია ჯაჯანიძემ ნინო ნადირაძეს გაპრანჭული ბებია უწოდა. ტელეწამყვანმა და ექიმმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა:

„ჯერ თავის ენაზე მეტყველებს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ბებია დამიძახოს, იმიტომ, რომ მე სულ ბებიას, გენაცვალოს ვეძახი. მე ვარ მისი ბებია და ამით ისეთი ბედნიერი ვარ... შემიძლია ვთქვა, დიდი სენტიმენტებით არასდროს გამოვირჩეოდი ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი თავი სენტიმენტალური არ მახსოვს... ამ ბავშვის გაჩენით ჩემს თავში აღმოვაჩინე თვისებები, რასაც არ ველოდი, რომ მქონდა - არ მეგონა, თუკი ასეთი თბილი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, ასეთი თავგადაკლული ბებია... პირველივე წამიდან, როცა გაჩნდა, არ დამიტოვებია. ყოველ დილით, როდესაც ვდგები და კლინიკაში მივდივარ, მივდივარ იმ აზრით, რომ დღეს არის ბოლო დღე, როდესაც სამსახურში გავდივარ - მზად ვარ, დავტოვო ყველაფერი, დავჯდე სახლში და ვიხარო იმ ბედნიერებით, რაც ნიშნავს პატარა ადამიანის გაზრდას. შვიდი თვეა, ამაზე რეგულარულად ვლაპარაკობ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გავაკეთო. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ და ვარ ცხენი და აღარ მინდა ცხენობა... მინდა ვიყო ცოლი, რომელიც დახვდება სახლში მოსულ მეუღლეს დასვენებული და გაღიმებული და არა ისეთი, როგორიც მე მივდივარ, ჩაცმული წამოწოლილი... რაც ვისწავლე მთელი ცხოვრება და რა გამოცდილებაც მივიღე, მინდა, ჩემს შვილიშვილს გადავცე... გამაახალგაზრდავა. თავი მისი დედა მგონია... იმდენად გამაკეთილშობილა და კარგისკენ წაიყვანა ჩემი ხასიათი და მსოფლმხედველობა. არის ჩემი შვილიშვილი და ყველაფერი დანარჩენი შემდეგ..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×