დახურვა
სტილი
21.09.2022

მომღერალი ლოლა წერეთელი რუსეთში, მოსკოვში ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს, სადაც პანდემიის გამო გაემგზავრა. ის თბილისში იმყოფებოდა და „სარკის“ კითხვებს უპასუხა, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც.

„ყველაფერი ისევ ისეა, ძველებურად, ის საფრანგეთშია. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა სიყვარული, რომელიც მუდმივად გაფორიაქებს და ტკივილსაც გაყენებს. თავისუფლად, მარტო ცხოვრება ჯობია. თავს ლაღად ვგრძნობ, ტვირთი მომეხსნა. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება, წყნარად ვცხოვრობ, უფრო კარგად ვმღერი, უდარდელად. ასეთი დაწყნარებული, ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ჩემი თავის პატრონი ვარ, უფროსი არავინ მყავს“, - ამბობს ლოლა წერეთელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×