დახურვა
სტილი
21.09.2022

მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისსა და ქუთაისში 20 სექტემბერს მომხდარ თავდასხმას ეხმაურება:

"ბებიაჩემის დედა იყო ქუთაისიდან, თვითონ ბებიაჩემი თბილისში იყო დაბადებული... ხო და რომ გაიგებდა ვინმე ქუთაისიდან არის, მეც ქუთაისელი ვარო იძახდა… ესე გამზარდა ქუთაისის სიყვარულით…

ხო და გუშინდელმა მძევლებმა აჩვენეს თუ არა კლასი? განსაკუთრებით იმ ჯიგარმა ბიჭებმა, სელფით რომ დააგვირგვინეს.

ყველა კუთხეს საოცარი მუხტი აქვს საქართველოში… მაგიტომ მოვედით აქამდე და სწორედ ეგეთი ღირსეული ადამიანების ხარჯზე არ გადაშენდება ეს ქვეყანა არასდროს!", - წერს მრებრიშვილი.

შგახსენებთ, რომ 20 სექტემბრის დილის საათებში, "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, 12 მძევალი აიყვანა და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელი, გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა აიყვანეს, მძევლები კი უვნებლად გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×