დახურვა
სტილი
30.09.2022

ტელეჟურნალისტი ვარლამ წიკლაური თავის პატარასთან, ნიკოლასთან ერთად ესტუმრა „იმედის დღეს" და ისაუბრა იმის შესახებ, რატომ გადაწყვიტა, რომ თავისი ვაჟი შვიდი წლის ასაკიდან ბაღში შეეყვანა:

„ორივე მშობელმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩემი მეუღლე ბელგიაში ცხოვრობდა წლების განმავლობაში. იქ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბავშვი სამი თვის ასაკიდან ბაღში მიიყვანო. აქ ჩამოსვლის და ბავშვის დაბადების შემდეგ დაიწყო ფიქრი, სად მიგვეყვანა ბავშვი. თავიდან მეუცხოვა და შემეშინდა. არ ვიცოდი, თუ საქართველოში შეგვეძლო ასეთი პატარა ასაკის ბავშვის მიყვანა. თავად მოძებნა ინტერნეტით. მივედით, შევამოწმეთ ყველაფერი, იდეალურად იყო. მშობლებსაც სითბო დაგვხვდა. შვიდი თვის ნიკოლასთან ერთად სულ რვა ბავშვია და ჰყავთ ოთხი აღმზრდელი. მთელი დღე ათამაშებენ და უკითხავენ წიგნს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×