დახურვა
სტილი
08.11.2022

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სავარაუდო პედოფილიასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს.

"როგორც მივხვდი, ზოგიერთმა ვერ გაიგო რატომ დავდე პოსტი .

ჩემი შვილების სკოლაში, შესასვლელში დაცვა დგას და სანამ არ დამინახავენ, ვერ დატოვებს ბავშვი ტერიტორიას. მაგრამ განსაცდელი სად არის ჩასაფრებული, არავინ ვიცით.

ამიტომ ვიფიქრე მეტი ინფორმირებულობა არ გვაწყენდა მშობლებს.

აუცილებელი არ არის საკუთარ შვილზე გამოვცადოთ განსაცდელი. სხვისი შვილი რომ დავინახო ცუდ ამბავში, ისიც ჩემია იმ წუთას.

პანიკა კი არა, წინდახედულობაა ეს

მაგრამ თუ ვინმეს გირჩევნიათ არ იცოდეთ, არ წაიკითხოთ. რა საჭიროა ეს თავის გამოდება", - წერს ხატია სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×