დახურვა
სტილი
16.01.2023

13 იანვარს, „ნაპოლი" - „იუვენტუსის" დაპირისპირების დროს ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილმა მორიგმა გოლმა ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

დღეს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ თამაშის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მშობლებთან შეხვედრა გაიხსენა:

„წარმოიდგინე, რომ ერთი ბიჭი მოღვაწეობს იტალიაში, მთელს საქართველოს ასეთ პოპულარობას ანიჭებს და შენ გიჩნდება განცდა - ამ დროს დიმა ობოლაძის ციტირება მინდება ხოლმე: „კლავიატურის ვირთხა" - რომ ადგე და მიაყენო ასეთი შეურაცხყოფა და ასეთი რაღაცები წერო ხვიჩა კვარაცხელიაზე.

წარმოიდგინე, ამხელა ბედნიერი დღის შემდეგ, ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, მეორე დღეა, წარმოიდგინეთ, ახლა ბედნიერი დედა და მამა, შვილი.. ყველა ხვიჩას ეფერება, უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე, ახლა რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდ არის, დატოვებულია საქართველოში და ჩაგშხამდა ყველაფერი, წავიდა შავი ლენტიანი ფოტოები, სქრინები.. დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს არის ტყუილი და ფეიკნიუსი.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც მართა, იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ.. მორჩა, აღარაფრის ხალისი აღარ ჰქონდათ ამ ადამიანებს", - თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×