დახურვა
სტილი
16.01.2023

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა და საცხოვრებლად მეუღლესთან, ბენჯი ხაიმთან ამერიკაში გადავიდა. წყვილს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავს, რომელთან ერთადაც ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს. ამჯერად ის ოჯახთან ერთად ამერიკაშია და გამომწერებს იქაური ცხოვრების შესახებ უყვება:

„ვცდილობ ხოლმე, რომ ბენის მშობლებთან ხშირად მოვიდე და დავრჩე. ეს სახლი ნამდვილი მუზეუმია, იმდენი რაღაც აქვთ. ახლა აღმოვაჩინე 60-იანი წლების რომელიღაც გუნდის ფორმა... ყველაფერს ნახავთ ამ სახლში, რასაც მოისურვებთ. მეორე პრობლემა, რომელიც აქ ძალიან აქტუალურია,არის ის, რომ სადაც უნდა

მიხვიდე, ყველგან საჭმელი დევს, გაივლი-გამოივლი და უნდა ჭამო" - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკიმ მეუღლესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:

„ბენი მეუბნება, ახალ წელს უნდა ჩავიფიქრო, რომ ვარჯიშს შეეშვა, მე როგორიც ხარ, ისეთი მიყვარხარ და რა საჭიროა, ეს ვარჯიშიო. მე ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და, მგონი, მართლა ჩაიფიქრა, რომ გავსუქდე."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×