დახურვა
სტილი
25.01.2023

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულები, ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი გადაცემა "ღამის შოუს" სტუმრობდნენ.

გადაცემას ასევე სტუმრობდა ბაბი კირკიტაძის დედა, ინგა ოდიკაძე, რომელმაც მისი შვილის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"შედეგებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ასეთი სანუკვარი შედეგი მათ დაგვადებინეს და რასაკვირველია, ბედნიერი ვართ.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველა გადაცემას ვესწრებოდი. ჩერტკოევის ყველა შენიშვნაზე აფორიაქებული ვიყავი. სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი.

არც მე ვიყავი გამონაკლისი და როგორც ყველა დედას, მეჩვენებოდა, რომ ჩემი შვილი საუკეთესო იყო, რაღაცას აკლებდნენ.

ბედნიერი ვარ, მადლობა ჩემს საყვარელ ქართველებს, რომ ეს შედეგი დავდეთ.

დაგვიანება ბავშვობაში უყვარდა. მამამისს ჰგავს.. მათი საწოლიდან წამოყენება ერთი დიდი ტრაგედიაა ოჯახში", - განაცხადა ინგა ოდიკაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×