დახურვა
სტილი
25.01.2023

მსახიობი ანი ჩირაძე საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ჩიკას როლს ასრულებდა. მას შემდეგ ანი დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. ანის გამოჩენიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მან „მასტერშეფის" ჟიურის ერთ-ერთ წევრზე, კონსტანტინე თედელურზე იქორწინა. წყვილმა ხელი თელავში მოაწერა და, მიუხედავად ხანგრძლივი ურთიერთობისა, როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება სპონტანური იყო.

რამდენიმე დღის წინ კი წყვილი ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ჩვენი ოჯახი" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც კერძების მომზადებასა და ჯანსაღ კვებაზე ისაუბრეს.

„მონატრებული ვარ ცოლის გაკეთებულ

საჭმელს, ძალიან ცოტა რამე თუ გამისინჯავს მისი გაკეთებული, აი, მაგალითად, ყიყლიყო", - ამბობს კონსტანტინე თედელური.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×