
ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია გადაცემა "დღის პოსტის" სტუმარია. ლიზამ ქალისა და მამაკაცის უფლებების შესახებ ისაუბრა
„მე მაგალითად, თუ დღეს გვიანობამდე ვმუშაობ. მივალ სახლში და მე ვახშამი დამხვდება, რადგან ჩემს ქმარს არ ეთაკილება, რომ თავის ცოლს დაახვედროს. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ დღეს ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს პრობლემა არ აქვთ.
ძალიან მინდა, რომ დღევანდელი ქალი თავის თავთან ჰარმონიაში იყოს. არ იჩაგრებოდეს, არც ოჯახში და არც სამსახურში. არ შეიძლება მამაკაცმა თქვას რომ დედა ყველაზე მეტად უყვარს. ყველას თავისებური ადგილი უნდა ჰქონდეს", - საუბრობს ლიზა ვადაჭკორია.