
პოეტი გელა დაიაური დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.
"კუნწულიკო...შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ... სუუულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...", - წერს გელა დაიაური.
ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა.
საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა...
თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა - თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი - თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.