დახურვა
სტილი
20.07.2021

„ტფილისის ჰამქრის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში უნიკალური აღმოჩენის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ!

ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!

ლელო ნინოშვილის უმაგრესი ჯგუფი მუშაობს „ლონდონზე“. ლელას ჯგუფის რესტავრირებულია აღმაშენებლის 36, რომის 4, მაჩაბლის 17, გალაკტიონის 18… – ვინც თბილისს იცნობს, ამ მისამართების მნიშვნელობის ახსნა არ სჭირდება!

მოკლედ, მოსალოცი ამბავია და დიდი იმედი მაქვს, რომ კედლის მხატვრობის რესტავრაციაში მაინც, შემთხვევითი ადამიანები „ფასის დაგდებით“ არ მოიგებენ ტენდერებს! პელეები ხართ!“- წერს ცირა ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×