დახურვა
სტილი
02.03.2023

მერაბ სეფაშვილი სიახლეებისთვის ემზადება და ამბობს, რომ მალე მის მსმენელს დიდი სიურპრიზები ელოდება.

3 მარტს, ბათუმში მაქვს კონცერტი რესტორან „სან რემოში". 8 მარტს კი „ვილა მოსავალში" შევხვდები ჩემს მსმენელს, ბენდთან ერთად.

ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა თქვენი ერთი კონცერტი გაუქმდა...

არაფერი განსაკუთრებული. ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ ჩემს პროდიუსერთან, მე არ ჩავრეულვარ.

შემოქმედებით სიახლეებს, ვიცი, რომ უნდა დაველოდოთ თქვენგან...

ორი სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ. ძალიან კარგი სიურპრიზები მექნება. ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, პრემიერები რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში" შედგება. ერთ-ერთი ჩემი ძალიან ძველი სიმღერაა, „თეატრონში" ვასრულებდი და ახლებურად გავაკეთე ბენდთან ერთად. რაც შეეხება მეორე სიმღერას - ისიც ძელი რეპერტუარიდან არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×