დახურვა
სტილი
14.03.2023

ქართველი ჟურნალისტი, ნათია კოპალიანი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, უცხო ქვეყანაში პირველ იუბილეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დღეს, ჩემი უცნაური დაბადების დღეა. საბოლოოდ დავრჩით - ღმერთი, მე და ჩემი ქარიშხლები, სულ მარტო. ყველა იმ ადამინისგან შორს ყოფნა ვინც მიყვარს, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორად, ახლაც მიჭირს. ბედისწერის, ცხოვრებაში პირველად დავიჯერე. დავიჯერე, რომ წარსულს შეუძლია მარტო ცხოვრება კი არა, მომავალიც წაგართვას.

ამიტომ, მოვკვდი და თავიდან დავიბადე, ეს ჩემი მეორე ცხოვრების პირველი დაბადების დღეა.

ახალი სახელიც მაქვს, თავს ვაჯერებ, რომ იტალიელი ვარ, უბრალოდ იტალიური ცუდად ვიცი. რამდენჯერ დავფიქრდი, იმდენჯერ შემეშინდა, მაგრამ რაც აქ ვარ სახლიდან შორს, მთელს ძალისხმევას საკუთარ სისუსტეებთან და შიშებთან ბრძოლაში ვხარჯავ. აღმოვაჩინე, რომ უკიდურესად მეშინია მარტოობის, ხან წარმოუდგენლად უბედურად ვგრძობ თავს, ხან გასაოცრად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩემი მეგობრები მამშვიდებენ, რომ ეს მალე გადამივლის და დროებითია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×