
რამდენიმე წლის წინ ნატა გულიაშვილის მიერ შესრულებულ ცეკვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა" მან ნინო ქათამაძის სიმღერაზე „ქუჩაში ერთხელ" იცეკვა. როგორც ნატამ განაცხადა, ეს ცეკვა ერთ კვირაში, დამოუკიდებლად დადგა. დიდი მონდომების მიუხედავად, ნატამ პროექტის ჟიურის თავი ვერ მოაწონა.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი იმ დროს მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე იყო, რომელზედაც ნატას გული წყდებოდა და აღარ ემეგობრებოდა.
ახლახან ნატა გულიაშვილმა სოციალურ ქსელში დუტასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი შერიგდნენ.
„მე და დუტიკო, შევრიგდით!!!", - წერს ნატა გულიაშვილი.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და კომენტარებში გულწრფელი ემოციები გამოხატეს.
„რა კარგი ამბავია, გილოცავთ".
„ანუ შერიგდით, მიხარია ძალიან".
„ნატა, მიყვარხართ ჩემო კარგო, თქვენი სტუმრებიანად. დუტას ახლის არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მიყვარს", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.