დახურვა
სტილი
24.03.2023

ოთო ფოლადაშვილს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ის პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" უცვლელი მონაწილეა და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ოთოს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვს მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურა. ჯულიანა ბარგნართან ერთად მას საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით Oto & Juliana Project, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.

ოთო "ინსტაგრამზეც" საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ფოტოებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის დედას დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×