დახურვა
სტილი
19.04.2023

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა,  შოთა არველაძემ Volkskrant-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც „ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.

„იმ დროისთვის, ეს ტრანსფერი ძალიან ძვირად ღირებულად მოჩანდა. აიაქსს კვარაცხელია კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე შევთავაზე.

კლუბში დღესაც კი ბევრი მეგობარი მყავს, სწორედ ამიტომ შევთავაზე მათ ხვიჩა.

ამავდროულად, რუბინი ხვიჩაში 20 მილიონ ევროს ითხოვდა, როდესაც მას გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებდა.

ამ დროს აიაქსში ტადიჩი და ანტონი თამაშობდნენ და აკადემიიდან ბრწყინვალე ტალანტებიც მოდიოდნენ.

მისი ასაკის ფეხბურთელისთვის, ხვიჩა უბრალოდ ძალიან მაგარია. ის როგორც დაღვინებული, გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობს. მისი თვისებები, როგორიც ძალა და სისწრაფეა გაოცებას იწვევს. ზუსტად ხვდება, როდის უნდა გასცეს პასი, როდის უნდა აჩქარდეს, როდის გააკეთოს დრიბლინგი და როდის რა მოიმოქმედოს.

ეს ნამდვილად გასაოცარია.

ვაღიარებ, რომ მისნაირი დრიბლინგი არასდროს მქონია და არც ასეთი სწრაფი ვიყავი. მე უფრო გოლის ალღო მქონდა განაცხადა არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×