დახურვა
სტილი
22.04.2023

მომღერალი - თათა გიორგობიანი ინსტაგრამზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცხოვრების შესაცვლელად საჭიროა საკუთარი შეცდომები ვიპოვოთ და გამოვასწოროთ.

„თუ თავს ყოველდღე უბედურად გრძნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან დიდ ცხოვრებისეულ საკითხს თვალს არ უსწორებ. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრების შესაცვლელად საკუთარ თავში შეცდომები უნდა ვიპოვოთ და ვაღიაროთ. შემდეგ კი ისინი აღარასდროს გავიმეოროთ.

ზოგჯერ ძალიან კარგად ვიცით, რაცაა ცუდი, მაგრამ იმდენად შეჩვეულები ვართ მას, რომ უარს ვამბობთ იმის დანახვაზე და აღიარებაზე, თუ როგორ გვაზიანებს ის. ასეთი იგნორირება ბოლოს აგროვებს სირთულეებს და ძირითადად, ცუდად მთავრდება.

ნებისყოფა გამომუშავებადია. თუ მარტო ვერ ერევი, მიიხმარე ვინმე, მეგობარი, მოძღვარი, თერაპევტი", - წერს გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×