დახურვა
სტილი
25.04.2023

თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი თით­ქმის 30 წელი ცხოვ­რობ­და რუ­სეთ­ში და ამ ქვე­ყა­ნას თა­ვის მე­ო­რე სახ­ლად მი­იჩ­ნევ­და, მაგ­რამ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ამის მი­ზე­ზი დე­დის ავად­მყო­ფო­ბა გახ­და და არა - ომი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ი­წყო.

მომ­ღერ­ლის დედა ინა კოფ­მა­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ქა­ლიშ­ვილ­თან, ის ხში­რად თან ახ­ლდა შვილს და ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ავად გახ­დო­მის შემ­დეგ, კოფ­მა­ნი სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ინა კოფ­მა­ნი ოდე­სე­ლი გახ­ლდათ, რო­გორც მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ, ოდე­სა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი რა­ბი­ნის ოჯახ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი.

"მზად არის იმღეროს 5 მილიონად, მაგრამ არა რუსეთში..." - რას წერს რუსული მედია თამარ გვერდწითელზე, რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ, სცენას უბრუნდება?

თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი თით­ქმის 30 წელი ცხოვ­რობ­და რუ­სეთ­ში და ამ ქვე­ყა­ნას თა­ვის მე­ო­რე სახ­ლად მი­იჩ­ნევ­და, მაგ­რამ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ამის მი­ზე­ზი დე­დის ავად­მყო­ფო­ბა გახ­და და არა - ომი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ი­წყო.

მომ­ღერ­ლის დედა ინა კოფ­მა­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ქა­ლიშ­ვილ­თან, ის ხში­რად თან ახ­ლდა შვილს და ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ავად გახ­დო­მის შემ­დეგ, კოფ­მა­ნი სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ინა კოფ­მა­ნი ოდე­სე­ლი გახ­ლდათ, რო­გორც მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ, ოდე­სა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი რა­ბი­ნის ოჯახ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"დე­დას­თან ჩა­მო­ვე­დი, ვნა­ხე და და­მამ­შვი­და. მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ვარ, მო­დი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი. მე არ­სად გავ­დი­ვარ, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვარ. არც ვმღე­რი და ახლა სიმ­ღე­რის დრო არ არის. დედა უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში და­ი­ბა­და. დე­და­ჩე­მი ოდე­სე­ლია. ახლა ტი­რის ხში­რად. მთე­ლი ჩემი წი­ნაპ­რე­ბი იქი­დან არი­ან წარ­მო­შო­ბით. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან, კოფ­მა­ნე­ბის ოჯა­ხი ცხროვ­რობ­და იქ. გერ­მა­ნი­ი­დან გა­და­სახ­ლდნენ. როცა გეს­მის, შენს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში რა ხდე­ბა... ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩემი დიდი ბა­ბუა ოდე­სის რა­ბი­ნი გახ­ლდათ..."

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი თავს ცუ­დად გრძნობ­და. მისი პრო­დი­უ­სე­რის, სერ­გეი პუ­დოვ­ნი­კის გან­ცხა­დე­ბით, ეს დიდი დარ­ტყმა აღ­მოჩ­ნდა მის­თვის.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, გვერდწი­თე­ლი რუ­სეთ­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­სკვლა­ვის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ის სცე­ნას უბ­რუნ­დე­ბა.

ახ­ლა­ხან მის­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა მომ­ღერ­ლის ამე­რი­კუ­ლი ტურ­ნე და­ა­ა­ნონ­სეს, რო­მე­ლიც მა­ის­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ტურ­ნე მო­ი­ცავს ამე­რი­კის რვა ქა­ლაქს, ბი­ლე­თე­ბის ფასი 75-დან 125 დო­ლა­რამ­დეა.

ამავდრო­უ­ლად, თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი უარს არ ამ­ბობს კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მაგ­რამ ფასი იქ უკვე უფრო მა­ღა­ლია. "კონ­ცერ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 50 ათა­სი ევრო ან 5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. მარ­თა­ლია, გვერდწი­თე­ლი რუ­სეთ­ში არა­ნა­ირ ფულ­ზე არ თან­ხმდე­ბა გა­მოს­ვლას, მაგ­რამ ამე­რი­კის გარ­და, ის შე­საძ­ლოა ის­რა­ელ­სა და თურ­ქეთ­ში გა­მარ­თულ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე ვი­ხი­ლოთ", - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×