დახურვა
სტილი
26.04.2023

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლალი როსტიაშვილის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. მას საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ახლა ქუჩაში უგზო-უკვლოდ დადის და არავის უჯერებს.

იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტზე ახლა სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე წერს. იგი საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„ემიგრანტი ფსიქიკურად შეიშალა, დაგვეხმარეთ, ისევ დაიკარგა. ადრე ორჯერ გავაშუქე ეს ამბავი ემიგრანტების არხზე და ჩემი თხოვნით თათია სოლომნშვილმა მისი ქმარი ჩამოიყვანა ფული აკრიბეს იტალიის ემიგრანტებმა. ქმარს არ მიყვება საქართველოში და გარბის და იკარგება. საელჩო ვერ გვეხმარება გვიშველეთ რამე. ძალით ვერ წაიყვანს ქმარი, დაიჭერენო, დახმარებით მომართეს ახლა იტალიის ემიგრანტებმა, ქალბატონმა ეთერ ჩინჩალაძემ!! ასეთი არაფერი გამიგია, ჭკუიდან შემცდარ ქალს ქმარს არ ატანენ.

ჩვენ ძალით ვერ გავაგდებთ აქედანო, იქ დარბის გიჟივით.

რა პოლიტიკაა ეს!!! შოკში ვარ!!

მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ სასწრაფოდ დაგვეხმარონ, სანამ მომკვდარა და მანქანას შევარდნია იტალიის ქუჩებში, ლალი როსტიაშვილი!!", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×