დახურვა
სტილი
27.04.2023

ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია და ის AMERICAN IDOL-ის TOP 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა, თუმცა მისი წარმატებები კრიტიკის საგნადაც კი იქცა, ასე მაგალითად ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა დაწერა, რომ იგი შეწუხებულია ნუცას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით და სჯობს ქართველებმა, თავად ამერიკას აცადონ ამ კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა.

ჯანგირაშვილის ამ პათოსს მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში კრიტიკული სტატუსით გამოეხმაურა.

„მოვა დრო და წიგნს გამოვცემ ბავშვებისთვის მაგალითებით, თუ როგორ ადამიანებად არ უნდა გაიზარდონ. გამარჯვებამდე ვინახავდი ამ სქრინს, მაგრამ დღეს დავდებ იმიტომ, რომ ჩემთვის ნუცა უკვე გამარჯვებულია", - დაწერა ბასლანძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×