დახურვა
სტილი
29.04.2023

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც გადაცემის წამყვანთან ნანიკო ხაზარაძესთან ერთად ისაუბრა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ ჩიხს.

ნანიკო ხაზარაძემ გადაცემაში მოყვა პირადი გამოცდილების შესახებ, როდესაც ექიმთან მამოგრაფიაზე იმყოფებოდა.

„ვიყავი მამოგრაფიულ კვლევაზე, გამოვედი და ველოდები სხვა კვლევას. გამოვიდა ქალბატონი, რომელიც აკეთებდა მამოგრაფიას. ხელმეორედ გვარებს დავასახელებ და მეორე კვლევაზე შებრძანდითო. პარალელურად დავიწყე ფიქრი, ხელმეორედ კვლევაზე ვისაც იბარებენ ე.ი. იგი კიბო აქვს... უცებ, დასრულებული არ მაქვს ეს ფიქრი და მესმის, ხაზარაძე მეორე კვლევაზე...

ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა... შევედი ოთახში, სადაც უზარმაზარი კონსილიუმი ზის და მესმის მარტო „კალცინატი", „კალცინატი", რომელიც „დავგუგლე" და გავიგე, რომ კიბოს უჯრედია.

ამ დროს ჩემს გონებაში ვფიქრობ კიბო მაქვს? არაუშავს ქიმიოთერაპიას ავიტან... თმა თუ გამცვივდება, ისედაც მოკლე თმა მაქვს... ეს არის ფსიქიკა, როდესაც ხარ ჩიხში და არ იცი, როგორ იცხოვრო ამ უბედურებასთან, ამწუთას იწყებ გამოსავლის პოვნას. ასე იყო ჩემ შემთხვევაში", - აცხადებს ნანიკო ხაზარაძე.

საკუთარი ისტორია მოყვა ცისანა სეფიაშვილმაც. მისი თქმით, „არ იღებს ცუდ ინფორმაციებს და ფიქრობს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და იქნება".

„სამი წლის წინ, თავის ტკივილებით და თავბრუს ხვევით წავედი ტომოგრაფიაზე, გამოვედი და ანევრიზმა... უცებ კადრი გაწყდა და სამი დღე უარყოფითი ინფორმაცია დავკეტე. მანანას და ჯემალს არ ვაგებინებდი.

თუ ცუდ ხასიათზე ვარ არ გამოვდივარ, არ გენახები... მე არ მინდა ცემი ნეგატივი შენ მოგახვიო. ასე გავთიშე ტვინი, ჩემი მეგობრები აგვარებდნენ ყველაფერს. არ ვიღებ ცუდ ინფორმაციებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

არაფერს ვნანობ ჩემს წარსულს. ორი ოჯახი დამენგრა მაგრამ, ისეთი მადლიერი ვარ ჩემი ყოფილი მეუღლეების, რადგან ჩემს წარსულს ჰქვია გიორგი, კატო, ლევანი და ნინა. მადლობა თქვენ ამისთვის, რომ აი ეს ბედნიერება მაქვს", - აცხადებს ცისანა სეფიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×