დახურვა
სტილი
29.04.2023

ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე მესამე შვილის დედა გახდა. სამი პატარას დედობასთან ერთად, მარიამმა საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ნაკლებობას არ უჩივის, ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება, რის გამოც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აბულინგებენ კიდეც.

მარიამ შუკაკიძე სამი შვილის დედობაზე, საქმიანობასა და გეგმებზე ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრობს:

„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ უკვე სამი შვილის დედა ვარ. შვილები ძალიან დიდი ბედნიერებაა, თან, ასეთი საყვარელი და ლამაზი გოგონები. ყოველთვის დიდ ოჯახსა და ბევრ შვილზე ვოცნებობდი, მაგრამ დაქორწინებიდან ხუთი წლის თავზე თუ უკვე სამი შვილი მეყოლებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი". - ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ძალიან ელემენტარული რამის გამოც შეიძლება, დააბულინგონ სოციალურ ქსელში, თუმცა ცუდ კომენტარებს ბოლო პერიოდში აღარც ეცნობა.

„ძალიან ელემენტრულზეც კი შეიძლება დამაბულინგონ, თუნდაც, მაკიაჟის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სადა და ლამაზ მაკიაჟს ვიკეთებ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და მეუღლეც იმავეს მეუბნება. მუდმივად მიდის იმის განხილვა, რა მაქვს გაკეთებული. ბოლო პერიოდში კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ.

მივხვდი, რომ კარგი ადამიანი კარგს ამბობს, ცუდი - ცუდს და ამის გამო ხასიათს არ გავიფუჭებ. ზოგჯერ ისეთი არაადეკვატური კომენტარები დაუწერიათ, მივმხვდარვარ, რომ მის ავტორს აშკარად რაღაც პრობლემა ჰქონდა. რეალურად, პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ ცხვირზე მაქვს გაკეთებული. თუმცა, ხალხს ვერ დაარწმუნებ. ამიტომ აღარც ვამტკიცებ, მაინც იმას იჯერებენ, რაც თავად სურთ. დღეს ყველას რაღაც აქვს გაკეთებული, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მე იმდენს მივაღწიე, რომ ცნობილი ვარ, თან, არა მხოლოდ საქართველოში". - ამბობს მარიამი.

ინფლუენსერის თქმით, შესაძლებელია, მომავალში ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდეს საცხოვრებლად.

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×