დახურვა
სტილი
02.05.2023

ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს ნიუ-იორკული ცხოვრების შესახებ, ამჯერად, საკუთარ მიმდევრებს სამოტივაციო წერილს უზიარებს და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანმა კომპლექსები უნდა დაძლიოს და რწმენა არ უნდა დაკარგოს.

„...ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ. წელს ზაფხულში დავიწყე ძუნძული. არ მომწონდა, საშინლად მეზარებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი, მერე მომეწონა, მერე შემიყვარდა.. შერატონიდან მაგნოლიამდე და უკან იყო მაქსიმუმი რაც შემეძლო და ძალიან მეამაყებოდა. ჯერ ერთი წელიც არ გასულა და ვირბინე მარათონი ნიუ იორკში, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ 1% აქვს დასრულებული.. გასაგებია, რომ ვერ მოვიგე და პირველ 20 ათასშიც ალბათ ვერ მოვხვდი, მაგრამ ჩემ თავს მოვუგე.

დავიჯერე რომ ყველაფერი გამოვა თუ ამას მოინდომებ. როდესაც მივედი სტართთან "დავიგრუზე", ყველას, სპეციალური შარვალი, ხელზე პულსის აპარატი, მუხლები და კუნთები დამაგრებული რაღაცებით..ხელში და ჩანთაში ელექტროლიტები და პროტეინი, ვერ ვირბენ-თქო ვიფიქრე, მეცვა ბრჭყვიალა ორეული და ჩანთაში მეგდო ტუჩსაცხი.

სასაცილო ვარ ალბათ ამათთვის-თქო, მაგრამ არ ვიცი მათ თუ დასჭირდათ პროტეინი, მე რომ ვიცოდი ტუჩსაცხი მეგდო ჩანთაში და თმა მქონდა ლამაზად დავარცხნილი, ეგ დამჭირდა თავდაჯერებულობისთვის. უკვე ფინიშზე ვიდექი წყალს ვსვამდი როცა დავინახე ფინიშს მოუახლოვდა ის გოგო ვისაც ელექტროლიტები და პროტეინები ჰქონდა მომარაგებული( არასდროს განსაჯო წიგნი, მისი გარეკანით)

მნიშვნელოვანი გაკვეთილები:

არასდროს არ თქვა არასდროს

იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე გგონია

არ დაკარგო შენი მე, იყავი ვინც ხარ, სხვას არ შეხედო არასდროს და არ მისცე კომპლექსებს გასაქანი

დაისახე მიზანი და მიდი!!!", - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

„ვერ ვხვდებოდი, რომ ტოქსიკური ვიყავი" - ნუკი კოშკელიშვილი ფოტოშოპის გარეშე ფოტოს არ დებდა

ვიდეო: „ჩავიხედე სარკეში და გულიანად ვიტირე...თმა, ჰორმონალური შავი ზოლი, ჩამოწელილი მუცელი, ცელულიტები და ამ ყველაფრის ფოტოშოპით დამალვას ვცდილობდი" - ნუკი კოშკელიშვილი

"როდესაც ასე ჩაცმული შვილს სკოლაში ვაკითხავ, ოვის კლასელების მშობლები გაოცებულები მიყურებენ" - ნუკი კოშკელიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×