დახურვა
სტილი
12.05.2023

სოცილური ქსელის მომხმარებელი, ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და ბაბუს ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"კარგი ამბავი! -გააზიარეთ ყველამ

აფთიაქში, ვიდრე კონსულტანტი ჩემს წამლებს აგროვებდა, გვერდით ფანჯარასთან მამაკაცი მოვიდა, ქუდი მოიხადა და რაღაც წამალი ითხოვა 5 ფირფიტა.

- სულ ხუთი გვაქვს, ახლავე მოგართმევთო, უთხრა კონსულტანტმა.

-აა, თუ ხუთი გაქვთ, მაშინ სამი მომეცით, იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, მე მერე შევიძენ...

უცებ გული ამომიდუღდა, გავთბი, როგორ ვიგრძენი რომ მარტო არა ვარ... ერთი, რაც მოვახერხე, ტელეფონი გავაჩხაკუნე( ბოდიშს ვუხდი, რომ უნებართვოდ გადავიღე) მისი არც გვარი ვიცი და არც სახელი, მაგრამ ვიცი, სადღაც აქვე უნდა ცხოვრობდეს, ჩემთან ახლოს და მას ჰქვია ადამიანი!!!

რა ვიცი, რა მატირებს...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×