დახურვა
სტილი
15.05.2023

გელა დაიაურსა და მის მეუღლეს, ეკა მანჩხანაშვილს პირველი შვილი გასულ კვირას „იმედის კლინიკაში" შეეძინათ. ამასთან დაკავშირებით, პოეტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სიტყვები არ მყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად, რაც ამ კლინიკის მიმართ გამიჩნდა. აქ ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს პროფესიონალების გუნდის მუშაობა... ვიგრძენი დიდი სითბო და გვერდში დგომა! მადლობა ჩვენს პირად ექიმს, მაია მჭედლიძეს და მთლიანად კლინიკის პერსონალს... განსაკუთრებული მადლობა, მინდა, ვუთხრა კლინიკის დირექტორს, ბატონ დავით კობეშავიძეს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის, მუდამ მემახსოვრება ეს სიკეთე... გმადლობთ." - წერს გელა დაიაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×