დახურვა
სტილი
16.05.2023

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე მოდის სამყაროს აკრიტიკებს და წერს, რომ მოდას როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად ძალიან უჭირს. მისი თქმით, როცა ომია, როცა ამაზონის ჯუნგლები ნადგურდება და ბავშვები დედამიწაზე შიმშილობენ კოსმეტიკაზე დიდი რაოდენობით ფულის დახარჯვა მიუღებელია.

„რაც შეეხება Mercedes Fashion Week: მოდას უჭირს, არამხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერად. იმდენად უჭირს, რომ მოდის სახლები ხან სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში რეკავენ და ჩემს კოლეგებთან მეძებენ, (სად არის Privacy?) ხან ერთ დროს მართლაც ლეგენდარული მოდის სახლის მენეჯერები ქუჩაში შემთხვევით დანახულს მომდევენ და მეუბნებიან, რომ სად აღარ მეძებდნენ...ეს მაშინ, როცა კონსუმერიზმი ანადგურებს დედამიწას... და მაშინ, როცა წელიწადში 9 სეზონის ტანსაცმელი და ის საღებავ შხამ ქიმიკატები რაც მათ დამზადებას სჭირდება, ანადგურებს ბუნებას და ადამიანის ჯანმრთელობას.

რომ აღარაფერი ვთქვათ რკინაში, ტყავში და ჟეშტში გადახდილ ტრილიონობით დოლარზე, მაშინ, როცა ომია, როცა ამაზონის ჯუნგლები ნადგურდება და ბავშვები დედამიწაზე შიმშილობენ. დიახ, მოდას უჭირს, ვინაიდან მან ადამიანები ნარცისიზმით, სელფომანიით და ეგზიბიციონიზმით დააავადა.

გაობიექტებული ქალი, სილამაზის არარეალური სტანდარტები და Artificial Intelligence-ის ასობით კამერა სახეში, რაც ენერგიას გვაცლის და აღარაფერს გვიტოვებს პირადს! ეს კი მასობრივი ფსიქოზია მეგობრებო. გადაყარეთ გუჩები, შანელები და ჰერმესის ჩანთები - ბუნება, ბუნება, ბუნება! და ადამიანი უპირველეს ყოვლისა", - წერს კუკუნაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×