დახურვა
სტილი
18.05.2023

სექსუალური პარტნიორების დათვლა რომ დავიწყე, 1500- ზე მეტი აღმოჩნდა, მერე დათვლით დავიღალე - ამის შესახებ „პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილემ, მომღერალმა პაატა თედიაშვილმა ისაუბრა. თედიაშვილის ამ საჯარო განცხადებას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ნაწილი ამტკიცებს, რომ პაატა ტყუის და შეუძლებელია ამდენი პარტნიორი ჰყავდეს. ნაწილმა არ დაიზარა და მათემატიკური გამოთვალც გააკეთა, თუ რამდენი პარტნიორი შეიძლება ჰყოლოდა ერთ დღე-ღამეში. ნახეთ რას ამბობს ახლა მომღერალი ხმაურიანი განცხადებების ფონზე. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან: ფრაზამ "500-600 პარტნიორი მყოლია" - სუსტ სქესში პოპულარობა გაგიზარდა თუ პირიქით, დაგიფრთხო გარშემო გოგონები? - პოპულარობა მოიტანა, რადგან მეორე დღეს ყველა ამაზე წერდა და ერთობოდა, თუმცა მგონი, სიფრთხილით მაკვირდებიან უკვე და მეკითხებიან, ეს სიმართლეა თუ არა? სანდოობა დავკარგე. - პირადში სიახლე? - სადაა პირადი? მარტო ვარ, მარტო. გაიქცნენ და გამაფრთხილეს, დავივიწყო, რაც იყო...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×