დახურვა
სტილი
27.05.2023

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის შვილი სანი, 26 მაისს 2 წლის გახდა. შვილს დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობითაც ულოცავს ანდრია გველესიანი და წერს, რომ სწამს მისი შვილი სახელმწიფო აზროვნების ადამიანად გაიზრდება.

„დღეს ამ ულამაზესი პატარა პრინცის დაბადების დღეა... დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა...

ალექსანდრე (სანი)გველესიანი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს დღეს დაიბადა ...

სწორედ ამ დღეს დაიბადა თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო ,...

26 მაისი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია...

ღრმად მწამს, რომ სანი ეროვნული სულისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების კაცი გაიზრდება...

მტკიცე, ძლიერი , მართალი ნაბიჯებით ივლის ამ ქვეყანაზე , იზრუნებს და მოუვლის მას....

ის ხომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პირმშოა...

უფალი იყოს ალექსანდრე(სანი) გველესიანის შემწე და მფარველი...

იხაროს და გაგვახაროს." წერს ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში.

მსახიობი რუსკა მაყაშვილი კი სოციალურ ქსელში სანის დაბადების დღის კადრებს აზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×