დახურვა
სტილი
31.05.2023

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს.

როგორც ცნობილია, გარდა სერიალისა, ნატა ბერეჟიანი მუსკომედიისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობიცაა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად კი, ახერხებს, დრო ოჯახსაც დაუთმოს:

„დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია" - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამჯერად ნატა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×