დახურვა
სტილი
01.06.2023

სოფო ბედია ბანკეტისა და ბოლო ზარის ამბავს ჟურნალ „გზასთან" იხსენებს:

„ბანკეტის ამბავი არ გამახსენოთ, რადგან 87 კილოგრამს ვიწონიდი. სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან ფუმფულა ვიყავი. ყველა მაშინდელი სურათი გავანადგურე, ერთი ფოტო, მგონი, დედაჩემმა გადამალა, რომ არ ვნახო და არ გავანადგურო (იცინის). მეუბნებიან, მაინც ლამაზი იყავიო, მაგრამ არ მომწონს, ყველა ფოტო ამიტომ გავანადგურე.

იმ პერიოდში გარეგნობასთან დაკავშირებული მიუღებლობა გქონდა?

კომპლექსიანი არასდროს ვყოფილვარ. უშნო მსუქანი მართლა არ გახლდით. უბრალოდ, იმაზე მეტი წონის ვიყავი, ვიდრე შეიძლებოდა, სკოლის მოსწავლე ყოფილიყო. ყოველთვის იმას ვიცვამდი, რაც მიხდებოდა, მაგრამ მაინც, ახლა რომ ვუკვირდები, წონაში საკმაოდ „კარგად" ვიყავი და რაღაც პროტესტის განცდები მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა მაშინ არ მიმაჩნდა, რომ ჩემი ზედმეტი წონა რაღაც „ისეთი" ამბავი იყო..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×