დახურვა
სტილი
30.07.2021

რუსკა მაყაშვილი „ინსტაგრამზე" კოლეგის, მსახიობ ანა ქურთუბაძის წერილს აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ პროფესიული საქმიანობის დროს მას და კიდევ 50-მდე მსახიობს კოვიდინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდათ შეხება, მათ შორის, ზოგიერთს ძალიან ახლოც. მიუხედავად ამისა, ვირუსი 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ ერთს, რომელიც აცრილი არ იყო:

„თეატრში, ჩვენთან, ერთ მსახიობს დაუფიქსირდა კოვიდი. ყველას გვქონდა კონტაქტი, ზოგიერთი სცენაზე კოცნიდა კიდეც ინფიცირებულს, რომელსაც, თურმე, უკვე სიცხე ჰქონდა და არ იცოდა... და, საბოლოოდ, რა მოხდა, 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ ერთს, რომელიც არ იყო აცრილი! ვცდილობ, ყველა საჭირო ინფორმაცია დავწერო პირადი გამოცდილებიდან, რომ ვაქცინა ნამდვილად გვიცავს!" - წერს ანა ქურთუბაძე.

ანა ქურთუბაძე მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, პარალელურად კი მუსიკოსის ამპლუასაც ირგებს. ის ტელეეკრანზე პირველად 19 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა მონაწილეობა პროექტ "ჯეოსტარში" მიიღო, ხოლო მოგვიანებით 31 წლის ანა "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი კონკურსანტი იყო. მან ფართო საზოგადოებას თავი პოპულარული სერიალით "შუა ქალაქში" დაამახსოვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×