დახურვა
სტილი
31.07.2021

წლების წინ თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახში დატრიალებული ტარგედიის შესახებ, ალბათ, ბევრმა იცის. მისი 21 წლის ძმა, ლევან კალაძე მოულოდნელად გაიტაცეს და ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ კი მოგვიანებით შეიტყო. თავად კახა კალაძე ამ თემაზე იშვიათად საუბრობს და მას ყოველთვის ცრემლებით იხსენებს. ძმის საპატივსაცემოდ მან უფროს შვილს ლევანი დაარქვა.

კახი კალაძეს ლევან კალაძის გარდა კიდევ ორი დედმამიშვილი, თამუნა და ეკა ჰყავს. უფროსი დები კახას მამა, კარლო კალაძეს ირა თოფურიძესთან პირველი ქორწინების დროს შეეძინა. როცა ეს ურთიერთობა დასრულდა, თამუნა და ეკა 3 და 5 წლისები იყვნენ. კახი კალაძის დედა იხსენებს, რომ მამას გოგონები ხშირად მოჰყავდა თავისთან და მათ თაყვანისმცემლებსაც იგერიებდა.

კახი კალაძის დედა, მედეა, კარლო კალაძემ განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ გაიცნო და მათ მალევე შექმნეს ოჯახი: „მაშინ 28 წლის ვიყავი, დედისერთა, ცხოვრებით გალაღებული და არ მინდოდა თავი დამეტვირთა ვალდებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არ ვჩქარობდი, მაგრამ ალბათ, ბედი იყო. მაგიდასთან ვტრიალებდი, სტუმრებს ვემსახურებოდი. დავუნახივარ და მოვწონებივარ" - იხსენებს ის.

კახა კალაძეს დებთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით ახლოსაა თამუნასთან, რომელიც, მეუღლესთან ერთად, „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. რაც შეეხება ეკა კალაძეს, ის პროფესიით პედიატრია, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას არ ეწევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×