დახურვა
სტილი
03.08.2021

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე სხვა­დას­ხვა დროს გა­ნათ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იღებ­და, მათ შო­რის, სა­ზღვარ­გა­რე­თაც, ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ავ­ტო­რია პო­ე­ტუ­რი და პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლე­ბის. თარ­გმნი­ლი აქვს ქარ­თვე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბის შთა­მო­მავ­ლის, თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი მწერ­ლის - რუ­მუზ დე­რი­ნო­ზის პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი.

მისი წიგ­ნი იაკი კაბე (ფსევ­დო­ნი­მით გა­მოს­ცა) - "ტან­კე­ბი" 2013 წლის ეროვ­ნუ­ლი ბესტსე­ლე­რი აღ­მოჩ­ნდა. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თარ­გმნი­ლია თურ­ქულ, ლიტ­ვურ, რუ­სულ, ფრან­გულ და ბე­ლო­რუ­სულ ენებ­ზე.

ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში და მი­სი­ვე შექ­მნი­ლი კაფე „გა­ლა­კტი­ო­ნის“ მე­პატ­რო­ნე გახ­ლავთ, კაფე პა­რა­ლე­ლუ­რად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ა­საც ითავ­სებს. ირაკ­ლი ქარ­თულ ენას თურ­ქეთ­ში სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ას­წავ­ლის. 

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე: ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა მო­მი­წევ­და, რად­გა­ნაც ჩემი თავი ემიგ­რან­ტად ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა... იქ გამ­გზავ­რე­ბას წინ ბევ­რი რამ უძღო­და - ეს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც იყო, ფი­ნან­სუ­რი ამ­ბა­ვიც და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხით (მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი) წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

თურ­ქეთ­ში ჩემი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მთარ­გმნე­ლი და ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ფარ­ნა-ბექა ჭი­ლაშ­ვი­ლი სტამ­ბოლ­ში ქარ­თულს ას­წავ­ლი­და, რო­მელ­მაც შე­მომ­თა­ვა­ზა, ქარ­თუ­ლი მეც მეს­წავ­ლე­ბი­ნა, რად­გა­ნაც მას­წავ­ლებ­ლის ვა­კან­სია იყო. ქვე­ყა­ნას კარ­გად ვიც­ნობ­დი, რად­გა­ნაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბი­სას ხში­რად მი­წევ­და თურ­ქეთ­ში ჩას­ვლა, იქ მე­გობ­რე­ბიც მყავ­და. ამან ბევ­რი რამ გა­მი­ად­ვი­ლა, თან ეს ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც შორს არაა. ერ­თა­დერ­თი იმა­ზე ვწუხ­დი, რომ აქ დე­დას ვტო­ვებ­დი... 

 სტამ­ბოლ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­დუ­ხ­ჭი­რეს გა­ექ­ცა. მათ­თვის რა­ღაც სუ­ლი­ე­რე­ბის ად­გი­ლის შექ­მნა­ზეც ვი­ფიქ­რე და ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას, სა­დაც ადრე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ (ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, იმ ად­გილს „ქარ­თველ­თა კარი“ ჰქვია), კაფე გავ­ხსე­ნით. თა­ვი­დან ისე­თი პა­ტა­რა იყო, მხო­ლოდ 5 პა­ტა­რა მა­გი­და გვქონ­და, სა­დაც მე ვი­ყა­ვი მზა­რე­უ­ლი, დამ­ლა­გე­ბე­ლი, დი­ლას ბაზ­რი­დან პრო­დუქ­ტის მომ­ტა­ნიც, მე­უღ­ლე და მე­გო­ბა­რი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებ­დნენ.

იხილეთ სრულიად: ambebi.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×