დახურვა
სტილი
04.08.2021

ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპორტსმენთან აწყვილებდნენ, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ.

ტაისიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, რადგან პოპულარული დედის „ინსტაგრამსთორებში“ ხშირად ჩნდება. ქრისტინე და ტაისია საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებენ გამომწერებს. ბოლოს გამოქვეყნებული „სთორებიდან“ კი ჩანს, რომ დედა-შვილი ოთხფეხა მეგობრისთვის, მაფისთვის პარტნიორს ეძებს. „შენთვის სად ვიპოვო საცოლე, დამრჩა ქრისტინე გაუთხოვარი“ - ამბობს ტაისია.

როგორც ტაისია ამბობს, ელოდება, როდის გააჩენს შვილებს მათი ძაღლი, რათა საკუთარი ლეკვი ჰყავდეს, რომელსაც ბელას დაარქმევს და ყველგან თან ატარებს. ქრისტინე და ტაისია სახალისო ვიდეოებს ხშირად აქვეყენებენ და საკუთარი გამომწერების განწყობაზეც ზრუნავენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×