დახურვა
სტილი
05.08.2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი - 21 წლის ლაშა ბექაური სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. 

"დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება, - ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო... ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა... ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები..."

"7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა, ანუ ჩემი ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ. დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა, - ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ, რა, გეხვეწებიო... მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი..."

"ყველა და ყველაფერი უყვარდა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები... ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობდა. ზოგთან კურდღლისთვის მიდიოდა - ის კურდღელი მომეცი, ლამაზი თვალები რომ აქვს, უნდა გავაშენოო. ჰყავდა მტრედები..."

წყარო: ჟურნალი „გზა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×