დახურვა
სტილი
30.08.2021

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, რომლებსაც შემოდგომის პირველ თვეში წარმატება ელით. სექტემბერში გაუმართლებთ ქალწულებს, ლომებსა და თევზებს. პოზიტიური ენერგიის მოზღვავება კარიერაში და ყველა საქმეში დამხმარე ძალა იქნება.

ქალწული

შემოდგომის პირველ თვეში ქალწულებს დამატებითი შემოსავლისა და პრემიის იმედი თამამად შეიძლება ჰქონდეს. ხელმძღვანელობა მათ შრომისმოყვარეობისა და ყურადღებისათვის დააჯილდოებს.

ასევე, ვარსკვლავები სექტემბრის დასაწყისში ქალწულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებენ.

ლომი

მომავალი კვირიდან ლომებს ფინანსურ სფეროში ნათელი დღეები ელის და კარიერული წინსვლაც არ არის გამორიცხული. სამყარო მათ შემოსავლების მოულოდნელი ზრდისკენ მიმავალ კარს გაუღებს. გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები სექტემბრის დასაწყისში ძალასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას იგრძნობენ.

თევზი

თევზებისთვის შემოდგომის პირველი თვე ახალი ნაცნობებით, კომუნიკაციით და შეხვედრებით იქნება დახუნძლული. ახალი პროფესიული უნარების შეძენის შესაძლებლობა ფინანსურ კეთილდღეობას გამოიწვევს. ასევე, ასტროლოგების თქმით, ამ ნიშნის წარმომადგენლები თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×