არონ ხათრი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი" სტუმარი იყო.
ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც მან ისაუბრა შეეხებოდა იმას, რომ ქართველი ცოლის მოყვანით მან გარკვეული რისკი გასწია.
არონი: „იმიტომ დავქორწინდი რომ მიყვარს. თამთა ამბობდა, იქაური სვანები ხართო. ჩვენთან ასეა, დედა და მამა არა მხოლოდ, ბიძები, ბიძაშვილები მთელი დიდი ოჯახი უნდა შეათანხმო უცხოელი რომ მოიყვანო ცოლად.
ჯერ დედ-მამა შევათანხმე, მაგრამ ძალიან ძნელი იყო. იცით რისი რისკია? შეიძლებოდა ამის გამო ჩვენთან ურთიერთობა გაეწყვიტათ.
ჩვენს შემთხვევაში არის ნათესავი, რომელიც დღემდე არ გველაპარაკება.
მშობლებმა მითხრეს, რომ რაც მინდოდა ის მექნა, ბიძა თუ გაბრაზებულია, გამოსწორდება ცოტა ხანშიო.
თამთა: თავიდან არ უნდოდათ ჩემებს. იფიქრეს, რომ მოდი უარს ნუ ვეტყვითო, ჩამოვიდეს, გავიცნოთო.
თვითონვე არ მოეწონება და გაუშვებს უკანვეო. ისე მოხდა, რომ ჩამოვიდა და ჩემებსაც მოეწონათ.
მე-13 წელია ცოლ-ქმარი ვართ, ტყუპი გოგოები გვყავს."