დახურვა
სტილი
05.06.2024

"ხვიჩაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ ვინც უნდა იყო, ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ განაცხადა, რომელიც "იუთუბგვერდზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი იყო.

მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას. ამ ბიჭმა, ხვიჩამ, რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც უნდა იყო. ხვიჩა მაგარი კაცია, ქრისტიანი კაცი და ნაღდი ქართველი. ხვიჩას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მან გააკეთა, სასწაული იყო" - ამბობს გორგოძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×