დახურვა
სტილი
06.06.2024

მომღერალმა ეკა კახიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს" რუბრიკაში „დედას" საკუთარ ბავშვობასა და ოჯახის მთავარ საყრდენზე, დედაზე ისაუბრა.

„სულ ვუყურებ და მისგან ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობას, ისეთი დიპლომატია და ისე მიჰყავს ჩვენი ოჯახი, როგორც თვითონ უნდა...

ბევრჯერ ვიტყვი, რომ დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მე და ჩემი შვილები, მამაჩემის ჩათვლით, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა...

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანია, 14 წლის შვილი დაკარგა, პირველივე დღიდან იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მთელი წელი უვლიდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ შვილს...

ალბათ, მის გულში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

მაშინ 18 წლის ვიყავი და უბედური მშობელი არ მინახავს. ამისთვის მადლიერი ვარ, რადგან ჩემზე ზრუნავდა.

სულ მასზე ვფიქრობ და თუ რაიმე კითხვა მაქვს, რა თქმა უნდა, დედას ვეკითხები რჩევას.

ყველაფერი, რაც შეიძლება საუკეთესო ითქვას, ეს დედაჩემია".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×